21:45 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 19:05:53, 4444 ნახვა

რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის ბოლოს შეუდგება. მისი მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, დასრულება კი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

ბოლნისის ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება, ხოლო საქართველოს მასშტაბით − ოცდამეოთხე. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები. ბოლნისში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. ბოლნისის იუსტიციის სახლის საპროექტო ფართი 1 300 კვადრატული მეტრია. ბოლნისის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე 23 ქალაქში უზრუნველყოფს.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 11 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკისა და ხონის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 23 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 31 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics