21:46 - 02 Oct, 2026
|
2019-11-22 11:01:14, 3024 ნახვა
რეგიონი
გურიაში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის 17 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 527 800 ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)