12:50 - 13 Jun, 2026
|
2019-11-21 18:28:18, 2154 ნახვა
სამართალი
„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოძრაობა „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი დააკავა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოძრაობა „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი, ტიტე გედენიძე დააკავა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი მას შემდეგ დააკავა, რაც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიის კედელზე წარწერები: „შეცვალე“ და „წადი“ დაწერა. შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი ნიკა ფარულავა, ოთო შენგელია და ბექა პაპაშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავა, რომელთაც ბრალად პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)