|
2019-11-20 17:24:08, 2881 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე: ამ მარიონეტული მთავრობის პირობებში რაიმე სახის არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება
„მე მიმაჩნია, რომ ამ მარიონეტული მთავრობის პირობებში რაიმე სახის არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება“,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ მოქმედი ხელისუფლება არჩევნებს ჩაატარებს, საყოველთაო-სახალხო პროტესტი დაიწყება. “ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის ხელში, მაჟორიტარული არჩევნები ემსგავსება კომუნისტური ეპოქის არჩევნებს, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდათ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმის დამყარება. მე მიმაჩნია, რომ ამ მარიონეტული მთავრობის პირობებში რაიმე სახის არჩევნები ლეგიტიმური არ არის. არავითარ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმმა არჩევნები აღარ უნდა ჩაატაროს და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო-სახალხო პროტესტზე. სწორედ იმ მიზნით, რომ მჩაგვრელები, რომლებიც ივანიშვილის ქუდქვეშ არიან მოქცეული ციხეში წავიდნენ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)