|
2019-11-20 16:12:34, 2938 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ გერმანული მოდელი და გავიგოთ, კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა
„ვაპირებთ, ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული, გერმანულ პრინციპეპზე აგებული მოდელი, რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ვთხოვოთ მოსაზრება, ექსპერტული ანალიზი ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არის თუ არა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დასკვნის დადასტურების შემდეგ, ივანიშვილისა და მისი „რეჟიმის“ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე „გაშიშვლება“ მოხდება. „ე.წ. გერმანული პრინციპის მოდელზე უტიფარ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება და არაფერი არ გამოვა. ვაპირებთ, ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული, გერმანულ პრინციპეპზე აგებული მოდელი, რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ვთხოვოთ მოსაზრება, ექსპერტული ანალიზი ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არის თუ არა. ეს მოხდება სწრაფად და ამ დასკვნების მიღების შემდეგ, მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ კი არა, აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნა კონსტიტუციას შეესაბამება, მოხდება შემდგომი გაშიშვლება ივანიშვილისა და მისი რეჟიმის, არამარტო ქართული საზოგადოების თვალში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)