|
2015-07-21 14:46:18, 675 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ყოველწლიური კონფერენცია გახსნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და GIZ-ის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ გახსნეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 5 წელია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა ემსახურება საჯარო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად და პროდუქტიულად განკარგვა. შიდა აუდიტის სუბიექტების მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, 2010 წლიდან მიმდინარეობს აღნიშნული რეფორმა, ეს არის ფინანსების მართვის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის შიდა აუდიტი. "მნიშვნელოვანია ეს ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის, დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, ზოგადად საჯარო ფინანსების მართვის პროცესში, ვინაიდან დაწესებულება უჯვე ემზადება იმისთვის, რომ ეფექტიანად გამოიყენოს საჯარო რესურსები, ფინანსები და მიაღწიოს შედეგებს, რათა შედეგზე ორიენტირებული მართვა იყოს ჩამოყალიბებული ქვეყანაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურების განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული შედეგები, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჰარმონიზაციის ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში განხორციელდა. კონფერენციაზე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“. ამ კუთხით, ჰარმონიზაციის ცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერა გაუწიეს GIZ-ის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. მათი დამტკიცება იგეგმება მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტორების მიერ მოხდება მათი პრაქტიკაში გამოყენება-შეფასება. შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია რეფორმის მიმდინარეობისა და გამოწვევების შეახებ. ამასთან, კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შიდა აუდიტორებს და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებს. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრისა მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო აქტები: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)