|
2019-11-16 12:41:29, 2413 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის ელჩს და UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) წარმომადგენელს ღასან ხალილს უმასპინძლა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში მხარდაჭერისთვის, როგორიც არის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება საქართველოსა და მათ შორის აჭარაშიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო UNICEF-ს და ესტონეთის საელჩოს იმ სამ წლიანი პროექტის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს ქართველი ბავშვებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, მნიშვნელოვანია UNICEF-ის, როგორც ბავშვთა უფლებების და უთანასწორობის აღმოფხვრის სფეროში მომუშავე ორგანიზაციის, ძალისხმევა და ჩართლობა ე.წ. „ოცნების ქალაქში" მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების პირობების გაუმჯობესების საკითხებში" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. UNICEF-ის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად, რაც გულისხმობს ესტონეთის ელჩის, იუნისეფ-ის და განათლებისა სამინისტროს ჩართულობას, ქართულ სკოლებში ინერგება ესტონური საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ინტერაქტიული განათლების მიღებას უზრუნველყოფს. „ძალიან ვაფასებთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტისა და ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ძალისხმევას ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით აჭარაში. რამდენიმე თვის წინ ვეწვიეთ „ოცნების ქალაქს". ფსიქო-სოციალური დახმარება იქ მცხოვრებ ბავშვებისა და მოზარდებს გაეწიათ. ვაფასებთ აჭარის მთავრობის ძალისხმევას ყველაფერი გააკეთოს იქ მცხოვრები ბავშვების პირობების გაუმჯობესებისთვის" - აღნიშნა ღასან ხალილმა. შევხედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე. UNICEF-ის დელეგაცია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)