|
2019-11-15 11:28:23, 2855 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგს" შორის ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ხელშესაწყობა და მათი დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარება. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, თემურ კახიძემ და სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მანჯგალაძემ, სამომავლო გეგმემები დასახეს. კომპანია მზად არის ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიზნობრივ პროგრამებში. ჯიპიაი ჰოლდინგი 2001 წელს დაარსდა. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და განვითარება. ამ მიმართულებას "ჯიპიაი ჰოლდინგი" დღესაც აქტიურად ავითარებს. "ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრია. კომპანიამ ასევე ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა სხვადასხვა სახის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები საცალო ბაზარზეც - იქნება ეს ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით და მრავალ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე ოთხჯერ შეძლო საუკეთესო კომპანიის სტატუსის მოპოვება და დაჯილდოვდა ოქროს ბრენდის ნომინაციაში – როგორც რჩეული სადაზღვევო კომპანია. ინოვაციური მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი გასაზღვრავს ჯიპიაი ჰოლდინგის წარმატებას შრომის ბაზარზე. ამჟამად "ჯიპიაი ჰოლდინგს" საცალო გაყიდვების პოზიციაზე 100 ვაკანტური ადგილი აქვს. დასაქმების სააგენტოს შუამავლობით, გასულ თვეში, კომპანიაში, 30 ადამიანი დასაქმდა. დასაქმების სააგენტო კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ ვაკანსიაზე.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)