|
2019-11-14 17:47:17, 2936 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ, იმერეთის რეგიონში - ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმშენებლობის პროცესი. 2020 წელს ქ. ქუთაისში 725, წყალტუბოში კი - 560 ბინის განაწილება იგეგმება. ბინით დაკმაყოფილდებიან პირველ რიგში ის დევნილი ოჯახები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას. პარალელურად მოხდება ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტების დახურვა. მინისტრის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „მოვედით, რომ გაგეცნოთ და ღია დიალოგის ფარგლებში, მოვისმინოთ თქვენი პრობლემები. გვაქვს სრული მზაობა, უყურადღებოდ არ დავტოვოთ საკითხები, რომლებიც გაწუხებთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძე ქ. ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ასევე მოინახულა აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები, რომელთათვისც ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. მინისტრი ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე და სამტრედიაში, ეგრისის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეკატერინე ტიკარაძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მათ საარსებო წყაროების გაჩენაში ხელს შეუწყობს. ეს შეეხება, როგორც მცირე ბიზნესში ხელშეწყობას, ისე გადამზადებას და პროფესიული განათლების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებით 3000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა. დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირებთან მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)