22:24 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 10:57:37, 1962 ნახვა

რეგიონი
შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა

შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე დღის ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია ,,იმედი ჰანდიკაპის“ წარმომადგენლები მარი კლერ ორსე და ლინდა ბალაძე მუნიციპალიტეტის მერს, ფრიდონ ფუტკარაძეს შეხვდნენ.

 შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და დღის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღინიშნა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში შეისწავლეს და განსაზღვრეს ბავშვების საჭირეოებები. ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებისთვის დაფინასების ვაუჩერს შუახევის სოცალური მომსახურების სააგენტო გადასცემს.

ერთი წლის განმავლობაში ცენტრის მუშაობას ზედამხედველობას საფრანგეთიდან მოწვეული თერაპევტი და ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებისათვის“ გაუწევენ.

დღის ცენტრში მომუშავე თერაპევტებს კი ორგანიზაცია ,,მაკლეინ საქართველო“ გადაამზადებს.

"იმედი ჰანდიკაპი“ დღის ცენტრს შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ავტობუსსა და საგანმანათლებლო აღჭურვილობას გადასცემს.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics