|
2019-11-11 13:13:48, 1501 ნახვა
საზოგადოება
„მტკიცებულებები და მასალა ბევრია“ - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მეუფე პეტრეს მორიგ ბრალდებებზე
„ე.წ მტკიცებულებები და მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება“, - ასე გამოეხმაურა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ახალ სკანდალურ ბრალდებებს. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულზე განცხადება პროკურატურამ უნდა გაავრცელოს. „ე.წ. მტკიცებულებები და მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება... შესაძლებელია, დახურული იყო სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით, დახურვის ერთ-ერთი საფუძველი იყო მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე. მე დეტალურად არაფერზე არ ვსაუბრობ. არის გარკვეული მტკიცებულები, რომელიც პროკურატურამ უკეთესად იცის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატუაში დევს. ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა - მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)