2019-11-08 19:40:22, 1585 ნახვა
სამართალი
კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე 1 პირი დაშავდა
თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ, 1 ადამიანი დაშავდა.
მას თავის არეში აქციის სხვა მონაწილის მიერ ნასროლი საგანი მოხვდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანში მოათავსეს.
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება“ პრემიერას აპროტესტებენ, დაძაბული ვითარებაა. მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარდა, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგნლებიც განლაგდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,