|
2019-11-08 16:23:37, 1585 ნახვა
საზოგადოება
ლევან აკინი - სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ
სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს ყველა შესაძლო საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი სოციალურ ქსელში წერს. „ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში 8 ნოემბერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით. გარკვეულმა მემარჯვენე ჯგუფებმა და ეკლესიამ ფილმი დაგმო და გეგმავენ, ხალხი არ შეუშვან იმ ჩვენებაზე, რომლის ბილეთები გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ. მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ფილმის რეჟისორი. საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დაანონსებას ძალადობრივი ჯგუფების მუქარა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ, რათა ფილმის პრემიერა ჩაიშალოს. პრემიერასთან დაკავშირებით შსს-მ რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებეს და სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს აღკვეთს.
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა - მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)