|
2019-11-07 12:51:32, 1654 ნახვა
ეკონომიკა
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული რითეილის სფეროს რეიტინგის ტოპ ათეულში მოხვდა
Forbes Georgia-მ საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანია „ებიტ ჯგუფთან“ პარტნიორობით საქართველოს რითეილის სფეროს რეიტინგი მოამზადა. დადასტურებულია Grant Thornton-ის მიერ. რეიტინგის მიხედვით, ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ოცეულში მეშვიდე ადგილს იკავებს, რითაც სამშენებლო-სარემონტო სფეროში კიდევ ერთხელ უპირობო ლიდერია. Forbes Georgia-ს მიხედვით, წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში, მიუხედავად იმისა, როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და დაეთანხმნენ თუ არა აუდიტორები წარდგენილ მონაცემებს. როგორც კომპანია „გორგიაში“ განმარტავენ, კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა, რაც გამოიხატება მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი პროდუქტებისა და საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფითა და, ზოგადად, კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით: „გორგია“ 1998 წელს დაარსდა და ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ლიდერი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში შეიძინოს 51000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად. „გორგიას“ ამ ეტაპზე 6 ქალაქში 7 ჰიპერმარკეტი აქვს წარმოდგენილი, სადაც 1600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
(R)
არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა
Flydubai-ს ეკიპაჟის წევრებმა დუბაი-თელ-ავივის რეისზე შელაპარაკების შესახებ განაცხადეს: პილოტები ჩხუბში ჩაერთნენ
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის „სამხედრო მომარაგების ქსელის“ 10 მონაწილეს სანქციები დაუწესა
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)