2019-11-06 10:54:10, 2321 ნახვა
სამართალი
29 ნოემბერს ჯგუფ სახეს გრანდიოზული კონცერტი გაიმართება
29 ნოემბერს “SALVE GROUP” მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL-ი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ მუსიკალურ კოლექტივს „სახე“!
“სახე“ ქართული პოპ კულტურის აიქონად მიიჩნევა. საკულტო ჯგუფი 1997 წლიდან აქტიურად ამკვიდრებდა ქართულ პოპ სცენაზე თანამედროვე სტანდარტებს. ქმნიდა სტილს, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს ქართულ რეალობაში იყო ახალი და გახდა მოდური! წლების მანძილზე იგი საქართველოში ყველაზე გაყიდვად ჯგუფად ითვლებოდა.
ჯგუფს მასპინძლობას გაუწევს ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის ორი წარმომადგენელი Kachli და 916.
შეგახსენებთ, ჯგუფის ცოცხალი შესრულების მოსმენა შეგეძლებათ 29 ნოემბერს, მონოჰოლის მულტიფუნქციურ სივრცეში. (თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. 2)
ბილეთები იყიდება საიტზე www.tkt.ge/sakhe
მეტი ინფორმაციისთვის: 593 46 28 69
ავტორი: ექსპრესნიუსი,