2019-10-25 16:16:46, 2597 ნახვა
სამართალი
სასამართლომ TBC ბანკის საქმეზე პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო
სასამართლომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო.
გარდა ამისა, სასამართლოზე არ დაიკითხება ის ორი ექსპერტიც, რომლებმაც აღნიშნული დასკვნა მოამზადეს. როგორც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა განაცხადა, ექსპერტების ჩვენებებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას ეხებოდა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,