2019-10-22 22:03:22, 2681 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის სასამართლომ დვალიშვილს არანაირი აღმკვეთი არ შეუფარდა
კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი, ბრალს არ აღიარებს.
ახლობლების განცხადებით, მიხეილ დვალიშვილმა გოგონას ცოლად მოყვანის პერიოდში არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო.
მიხეილ დვალიშვილს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,