03:52 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 15:29:11, 2687 ნახვა

სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა ჩვენება გენერალურ პროკურატურას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს. 

ტელეკომპანიის ცნობითვე, სოსო გოგაშვილის დაკითხვა 2 თვის წინ მოხდა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ბრალის წარდგენის გარეშე, გარდაიცვალა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics