2019-10-21 14:33:28, 3053 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ ორიგინალი პროკურატურაში ჩააბარა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი მტკიცებით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.
ხაზარაძე საგამოძიებო უწყებაში მის უფლებადამცველთან ერთად მივიდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წერილის ორიგინალის გარდა, მან პროკურატურას აგრეთვე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც წარუდგინა.
გენერალური პროკურატურიდან გამოსულმა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მას გამოძიების იმედი აქ აქვს, თუმცა ის კანონის ფარგლებში მოქმედებს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან