18:24 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 11:07:14, 4036 ნახვა

მსოფლიო
ჩავუშოღლუ: სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. 

როგორც ჩავუშოღუმ განმარტა, ოფიციალური ანკარა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ.

"ჩვენ (აშშ და თურქეთი) შევთანხმდით ქურთების სახალხო დაცვის (YPG) შეიარაღების შეგროვებასა და მათი პოზიციების განადგურებაზე. გარდა ამისა, ამერიკამ სანქციები უნდა გააუქმოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ცნობისთვის, გუშინ ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს. 

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics