04:39 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 10:03:36, 1207 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ. ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics