11:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 15:34:18, 2928 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ 49 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ nhk იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს 200-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო 14 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. 

მედიის ცნობით, 136 ათასი სახლი წყლის, ხოლო 4.300 ელექტოენერგიის გარეშე რჩება. გარდა ამისა, უწყვეტმა წვიმამ ათობით მდინარის ადიდება და მეწყერების ჩამოწოლო გამოიწვია. სტიქიის გამო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლები შეჩერებულია. მანამდე, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. 

სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

BBC-ი იტყობინება, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics