21:06 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 11:00:53, 3018 ნახვა

მსოფლიო
სტიქია იაპონიაში - ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა [ფოტო]

იაპონიაში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ kyodonews.jp იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს კიდევ 189 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო 17 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. 

მედიის ცნობით, 136 ათასი სახლი წყლის, ხოლო 4.300 ელექტოენერგიის გარეშე რჩება. გარდა ამისა, უწყვეტმა წვიმამ ათობით მდინარის ადიდება და მეწყერების ჩამოწოლო გამოიწვია. სტიქიის გამო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლები შეჩერებულია. მანამდე, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. 

სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

BBC-ი იტყობინება, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics