18:25 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 18:13:22, 3835 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, - ამის შესახებ tsn იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სინოდმა კენჭისყრის გზით მიიღო. საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

შეგახსენებთ, 2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. 

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics