05:40 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 10:45:12, 2343 ნახვა

სამართალი
​რატომ არ აქვს მინიჭებული თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი - პროკურატურის განმარტება

საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ დრომდე საკრებულოს დეპუტატის თანაშემწეს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი. 

როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, სექსუალური ძალადობის საქმეზე ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა არ დადებულა. 

"შსს-ში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია 3 ექსპერტიზა, რომელთაგან ჯერ არც ერთზე დასკვნა არ არის მიღებული. მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება", - აცხადებენ უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ილია ჯიშკარიანს და მის თანაშემწეს თამთა თოდაძეს. თოდაძე დეპუტატს სექსუალ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დეპუტატს ბრალი წარდგენილი არ აქვს. ის კლინიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გენერალურ პროკურატურასთან ქალთა მოძრაობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები დეპუტატ ჟიშკარიანის დაკავებას ითხოვდნენ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics