18:25 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 21:39:08, 1383 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს

ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს, ხალხი, რომელზედაც იდგა სამინისტრო წლების განმავლობაში. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

"იმის გამო, რომ ყველაზე მეტი შეხება აქვს მოქალაქესთან, ბუნებრივია, უკმაყოფილებაც ყველაზე მეტი ამ სამინისტროზე მოდის. ვიდრე მივიდოდი, უფრო ძვირი მესმოდა სამინისტროზე, ვიდრე კარგი. მახსოვს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ჯანდაცვის სამინისტროს საშუალო რგოლის პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. როგორ გამოიყენებ ამ ადამიანებს, ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარიანობის საკითხია.

მე მგონი, უზარმაზარი "ინსტიტუციური მეხსიერების" ასე ხელაღებით წაშლა ძალიან სარისკო ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები თავის გზას იპოვნიან, მაგრამ კვალიფიციური კადრი ერთ დღეში არ იბადება. მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა თავის საქმეს და ახლა, სავარაუდოდ, მადლობის უთქმელად გაუშვეს სახლში. - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამასთან, "ევროპული საქართველო" ბიურიკრატიის შეკვეცის მომხრეა, მაგრამ როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს სახელმწოფო აპარატში "შეყრილი" "ქართული ოცნების" აქტივის შეკვეცისა და არა იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვების, ვისზედაც დგას სახელმწიფო პროგრამების მართვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics