10:06 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 09:53:20, 234 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილმა) ქადაგებისას მოქმედი ხელისუფლება, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, სუსის კრებსების საქმე და ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და საგარეო/ტერიტორიულ გამოწვევებზე.

„კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა. იჭერენ შემდეგ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეშია: პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი... და სხვა მეზობელი ქვეყნები იცინიან ჩვენზე, დაგვცინიან. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმია“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა.

ქადაგებისას თქვა, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინასების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება. 

დღეს ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
მეუფე იობი -ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics