|
2019-10-07 14:03:08, 1594 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ჯიშკარიანზე: ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება - პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შემდგომ მივიღებთ
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა იქნას გამოძიებული. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გუნდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, თუ ფაქტის დადასტურება მოხდება. „ეს არის ძალიან სამწუხარო ბრალდება, რადგან ჯიშკარიანი არის სახელისუფლებო გუნდის წევრი, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა გამოვიძიოთ ეს შემთხვევა. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იმ წუხილს, საჩივრებს, რომელსაც ახმოვანებენ საჯაროდ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი გამოძიების მიმართ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ. ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. ჩვენთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთად ვმუშაობთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალთა მიმართ შემცირდეს ძალადობა, შემცირდეს დისკრიმინაცია, მოხდეს მათი უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი. განსაკურებით მაშინ, როცა ეს ეხება სახელისუფლებო, ანუ ჩვენი გუნდის წევრს“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)