2019-10-04 16:54:05, 3685 ნახვა
სამართალი
ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს
ტელეკომაპნია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მელაძე პროკურატურაშუ ხვალ 11:00 საათზეა დაბარებული.
"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე", - აცხადებენ პროკურატურაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან