|
2019-10-04 16:32:20, 3417 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი ქუცნაშვილზე: თუ ცდილობს პასუხისმგებლობა ვინმეს გადააბრალოს, არ გამოუვა
„თუ საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ჩატარების ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალონ, ეს არ გამოუვათ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიების დაგეგმვის დროს ორგანიზატორებს მეტი ყურადღება უნდა გაამოეჩინათ, რადგან არ დამდგვარიყო ის შედეგი, რაც დადგა. „თუ ამ ასამბლეის ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალონ, მაშინ ეს არ გამოუვათ, არ არის სამართლიანი და სწორი მცდელობა. დელეგაციის ხელმძღვანელის და ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობა იყო საორგანიზაციო საკითხები, ეს ასამბლეა როგორც დაორგანიზდა და როგორც წარიმართა, პრობლემა ამაშია და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ორგანიზების დეტალები არ ვიცოდი, თუმცა ასამბლეა საქართველოში რომ ტარდებოდა, ყველამ იცოდა. ადგილისა და გავრილოვის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პირველმა დავაფიქსირე, პირველი ვიყავი, ვინც ამ ყველაფერს გამოეხმაურა ოპოზიციაზე ადრე. ჩემი დამოკიდებულება სრულიად გულწრფელი იყო და იგივე აზრზე ვრჩები, რა აზრზეც ვიყავი. ჩვენ ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, სადაც დასავლურ ქვეყნებთან ერთად არის რუსეთი, ასეთი არის მაგალითად ევროსაბჭოც. ეს მოცემულობა გვაქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ გვიწევს ისეთ ფორმატებში ურთიერთობა, სადაც რუსეთის არის წარმოდგენილი, ამიტომ აქვს მნიშვნელობა ისეთ დეტალებს, რა, როგორ და სად ჩატარდება. არ მოხდა ამ ყველაფრის გათვალისწინება და შედეგი ყველამ ვიხილეთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)