18:15 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 10:41:34, 1131 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობის მხრიდან სრულად მხარდაჭერილია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობენ, ეს პროცესი მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და, რაც მთავარია, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მიცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში - იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოესი პერიოდის შემდგომი კვირისთვის და ყველა ერთად ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics