19:08 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:15:22, 1730 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: რეგიონში ზრდა 0,1 პროცენტია, ჩვენი 5%-იანი ზრდა ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადია

„ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დავგეგმეთ. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამომწვევებიდან გამომდინარე, ეს გამბედავი განაცხადია.

ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ოპონენტები ორნიშნა ზრდასაც ახსენებენ, მაგრამ ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ის რეგიონული ტენდენციები და ზოგადად, მსოფლიო ტენდენციები, დამერწმუნეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1%, 5%-იანი ზრდა ეს არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. ჩვენ წელს უპრეცედენტოდ მაღალი 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში მიმდინარე ხარჯები იქნება 11 მილიონი. ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე მიიმართება 3,7 მილიონი.თუმცა, აქ ყველაზე მთავარია, რომ ის პროცენტული თანაფარდობა დანახარჯებსა და კაპიტალურ ხარჯებს შორის, რასაც ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ, არის 23%-ის მიდამოში. ვალის დაფარვის ხარჯები 1 მილიარდი ლარი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი არის ერთი მხრივ სოციალურ პასუხიმგებლობაზე ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისეთი  ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და არ შეაფერხებს განვითარებას, რომელიც ესე ჭირდება ჩვენ ქვეყანას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics