19:51 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 18:57:47, 1035 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, დუბაიდან თელ-ავივში Flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა, იტყობინება The Times of Israel.

მისი თქმით, მეორე პილოტმა კაპიტანს დანით დაესხა თავს და შემდეგ თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

მოგვიანებით თვითმფრინავმა საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ისრაელელმა მგზავრმა კაბინაში შეაღწია, თავდამსხმელის დამორჩილებასა და თვითმფრინავზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარა.

„Flydubai-ს რეისზე მომხდარი სერიოზული ინციდენტი ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ისრაელელი მგზავრის გამბედაობის წყალობით იქნა ჩაშლილი“, - განაცხადა კაცმა.

მან დასძინა, რომ მგზავრებმა ეკიპაჟს თვითმფრინავზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც ბორტზე მყოფმა სხვა ეკიპაჟის წევრებმა კონტროლი აიღეს.

„ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტს ერთი განზრახვა ჰქონდა: თვითმფრინავის ჩამოგდება ყველა მგზავრით“, - განაცხადა მინისტრმა.

Flydubai-ს FZ1073 რეისმა ფრენის დროს რამდენიმე საგანგებო სიგნალი გასცა და მკვეთრად დაეშვა. ინციდენტის შემდეგ მან კურსი შეიცვალა და საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტაბუკის აეროპორტში დაეშვა. ყველა მგზავრი გადარჩა.

ისრაელის ხელისუფლება ინციდენტს შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად იძიებს. თავდაპირველი ინფორმაციით, მხოლოდ კაბინაში დაპირისპირება იყო და თავდამსხმელის მოტივის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. „როიტერი“ აღნიშნავს, რომ სხვადასხვა თეორია განიხილება.

ისრაელის მედიის ცნობით, გამოძიებაში ჩართულია „მოსადი“, „შინ ბეტი“, ისრაელის თავდაცვის ძალები და ტრანსპორტის სამინისტრო.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics