2019-09-30 12:01:18, 1360 ნახვა
ეკონომიკა
პირველი 8 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტით განისაზღვრა.
"2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა
მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის
დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის
წარმოებასა და განაწილებაში", - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან