|
2019-09-28 14:09:30, 3742 ნახვა
სამართალი
შეწყალების საქმეზე, პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები იკითხებიან
პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები იმყოფებიან. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში გიორგი ტალახაძე გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა დაიბარეს. როგორც გიორგი მიროტაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეწყალების სიასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი ვარ. რადგან დამიბარეს, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და მოვედი იმისათვის, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. არანაირი კავშირი არ მაქვს ამ საქმესთან. სახელებიც კი არ ვიცი შეწყალებულების და დაზარალებულების. ვიცი მხოლოდ ის, რაც ტელევიზიით გამიგია. მე კომპანიის მეწილე გავხდი დაახლოებით ერთი თვის წინ. კომპანიის წინა ისტორია არ ვიცი. სპეციალობით იურისტი არ ვარ. არ ვიცი რა შუაში ვარ, მე ვარ ბანკირი“, - განაცხადა გიორგი მიროტაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. აღნიშნულის შემდეგ, „ევროპულ საქართველოში“ განაცხადეს, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული. თავად გაბუნიამ ინფორმაციას უარყო და განაცხადა, რომ შესასწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)