17:55 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 12:20:38, 2527 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე: სწორი ნაბიჯი გადაიდგა - დიალოგისთვის მზად ვართ

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით საკმაოდ სწორი ნაბიჯი გადაიდგა.

როგორც ციხლაშვილმა აღნიშნა, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

„შვეიცარია ასრულებს მედიატორის როლს და სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა. ქართულმა მხარემ განიხილა ეს პარტნიორებთან. ჩემი აზრით, გადაიდგა საკმაოდ სწორი ნაბიჯი და ზოგადად, ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ, რაც მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, რათა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და ომის გარეშე. ამ შემთხვევაში იცით, რომ პირველი, რომ თავისთავად საუბარი იმ ფორმატებში და ასე, გაეროში, რომელიც მისაღები პრაქტიკაა, მისაღებია, არსად გავრბივართ. მზად ვართ საუბრისთვის და დიალოგისთვის. ამას ვაკეთებთ ჟენევაშიც. მეორე, ჩვენ ვიცით, როდესაც ვსაუბრობთ, რა საკითხებზე ვსაუბრობთ და რისთვის ვსაუბრობთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics