|
2019-09-26 12:51:59, 1870 ნახვა
საზოგადოება
დმანისში აგრარული კოლეჯი გაიხსნება
დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის ყველის ქარხანა. „პროფესიული სასწავლებლების განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ყველაზე თვალშისაცემი დეფიციტი მესაქონლეობა-მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის მიმართულებით გვაქვს. კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული კადრების მომზადება დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალი კოლეჯის პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე ძველი აგრარული სასწავლებელი „პლანტაჰოფი“, რომელსაც 200 წლიანი გამოცდილება აქვს. კოლეჯი არამხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სასწავლებელი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც ახალი კოლეჯის დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ ისტორიის გათვალისწინებით და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარი პარტნიორი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფია“. სკოლა „პლანტაჰოფი“ უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას. პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით და შვეიცარიული ფონდის Swiss South Caucasus Foundation (SSFC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის განვითარების ფონდი. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)