|
2019-09-25 12:14:54, 975 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა და არჩილ თალაკვაძემ ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას ადგილზე გაეცნენ. „წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება ბათუმი, აჭარა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფერს მოაქვს ახალი ეკონომიკა, ახალი სამუშაო ადგილები. აქ ვითარდება ცხოვრების დონე, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან აქტიურად არის ჩართული ხელისუფლება ბიზნეს სექტორთან პროექტების განხილვაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო დინამიური გახდება" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმს მალე UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატება, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე, აქტიურ სტადიაზეა 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. „ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ტურიზმის მიმართულებით, ამას მოწმობს რეგიონში მიმდინარე კონკრეტული პროექტები. აჭარაში ხორციელდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია, რასაც წლის ბოლომდე დაემატება მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში უკვე განახლდა ერთი მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეჩერებული" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. დღესვე, მთავრობის წევრებმა წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რისთვისაც „ქართუ ფონდის" მიერ 700 000 ლარია გამოყოფილი. აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით. წელს „ფონდი ქართუს" მიერ ძეგლების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 მლნ ლარია გამოყოფილი.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)