10:03 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 19:11:19, 1503 ნახვა

საზოგადოება
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, აფგან მუხთარლიმ ბაქოს ციხეში შიმშილობა შეწყვიტა

თბილისიდან გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მუსტაფაევას განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. 

ცნობისთვის, მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics