|
2019-09-24 13:25:55, 958 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით კანადასთან თანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი კანადის კომერციული კორპორაციის ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების განყოფილების რეგიონულ დირექტორს, მაიკლ სესფორდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტიქიური უბედურებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის, რძის ნაწარმის, მარცვლეული კულტურების, აკვაკულტურისა და მესაქონლეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას. როგორც შეხვედრაზე მაიკლ სესფორდმა აღნიშნა, იგი შუა აღმოსავლეთში კანადური ინდუსტრიისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაზეა პასუხისმგებელი და საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და გარემოს დაცვის კუთხით პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა. ხატია წილოსანმა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ ისაუბრა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალისა და კანადის ბაზარზე მისი რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილა. მინისტრის მოადგილემ ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმარს სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის, ახალი ტყის კოდექსის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მაიკლ სესფორდის განცხადებით, საქართველო კანადისთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, დიდი რესურსი გააჩნია.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)