09:51 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 18:14:59, 4129 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბრის აღდგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

მათივე ცნობით, შესაბამისად, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება.

„შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აკრძალულია პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებულია ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics