17:30 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 15:58:07, 3484 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებს, უკანონო ბორდერიზაციას და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით  საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დასმული საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის  გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics