|
2019-09-20 14:36:35, 782 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაამუშავებს ტრადიციულად გამოქვეყნებულ სტატისტიკას და დამატებით მონაცემებს, რომელიც მოიცავს: თბილისში საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების კლასიფიკაციას ვიზიტის ტიპების მიხედვით, მათ დანახარჯებს, დემოგრაფიას ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების მიზნობრიობას, განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, ძირითად აქტივობებს და თბილისის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წყაროებს. ამასთანავე, განისაზღვრება ტოპ 50 ინვესტორი დედაქალაქის მასშტაბით. დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ დაგეგმვას. „ქალაქის ეკონომიკური დაგეგმვისას, მისი ანალიზისა და შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მასშტაბით დაითვლება სხვადასხვა მონაცემი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გამოყენება“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერია საქსტატს უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი ინფორმაციით. თავის მხრივ კი, საქსტატი პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას თბილისის მერიას სხვადასხვა მიმართულებით. „გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ შექმნიან თემატურ სამუშაო ჯგუფებს, ასევე, სხვადასხვა პერიოდულობით ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებულობას და მათ უზრუნველყოფას მათთვის საჭირო, სანდო და ობიექტური ინფორმაციით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, დღესვე, წარადგინეს ინფორმაცია თბილისის დამატებითი სტატისტიკის შესახებ, რომელიც მოიცავდა ტურიზმის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის მონაცემებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, თბილისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო და ტურისტული კომპანიების, ბიზნეს სექტორისა და დარგობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)