|
2019-09-19 11:26:21, 875 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის პროცესში მათი ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მიიღო. მინისტრის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმების გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია. „შეხვედრამ დაგვანახა, რომ მეტი კომუნიკაციითა და კოორდინაციით, ჩვენ შევძლებთ ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდმა შეგვიქმნა. ღვინის მწარმოებლებს ჩვენ შევხვდით იმისთვის, რომ კომპანიები მეტად აქტიურად ჩაერთონ რთველის პროცესში. კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რათა ბოლო წლების მსგავსად, რთველის პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და წარმატებულად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. თავის მხრივ, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბთან უფრო მეტი კომუნიკაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესი უფრო გააქტიურდება და მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნებათ. შეხვედრას კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა დაესწრნენ. დღეის მდგომარეობით, კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 270-მდე ღვინის კომპანია, მათგან 140-მდე მწარმოებელი უკვე ჩართულია რთველის პროცესში. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)