|
2019-09-18 13:43:01, 1442 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ჩვენს კომპიუტერებში იყო, საზმაუმ გაავრცელა - ასეთი მეთოდები მიუღებელია
„ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი 12 წევრის შესახებ ინფორმაცია „მათი კომპიუტერიდან ამოიღეს“ და მედიაში წინასწარ ამის გამო გავრცელდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ პირველ 12 წევრის წარგენისას განაცხადა. „გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი და მინდა ფართო საზოგადოებას ვუთხრა. ჩვენ დილას აღმოვაჩინეთ, რომ ეს სია, რომელიც დღეს მე უნდა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე. არის ორი ვარიანტი ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მოგვიცია, )იმიტომ რომ იყო ჩვენს კომპიუტერებში, იყო დახურული ინფორმაცია და გვინდოდა, რომ ჩვენგან გაგეგოთ) ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლის დაფინანსებაში თითოეული ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას მოიპოვა სხვადასხვა გზით. ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ მედიის დამოუკიდებლობაზე და ვინ ვის მიაწოდა, უბრალოდ ძალიან გასაკვირია იმ დაშვებებით, რომ ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით. ჟურნალისტებს რომ არ ეგონოთ, რომ ჩვენ რამეს ვმალავთ, ჩვენ ვიქნებით აუცილებლად გამჭვირვალეები და ასეთი მეთოდები არის ჩვენთვის მიუღებელი და არ გვინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ მედიას აქვს უფლება ინფორმაცია მოიპოვოს და ჩვენ, ვინც ვაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან ჩვენ კითხვები არ გვექნება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)