|
2019-09-17 14:37:29, 1289 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა. „აჭარა ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიოქალაქის ტერიტორია, დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომლის თანახმად აღნიშნული სივრცის განვითარებაში, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. გარდა ამისა, პროექტი იმ კონცეფციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანიის, „კოლიერსის“ მიერ არის შედგენილი. კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისში კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. „ალბათ ყველას გახსოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან მქონდა ერთ-ერთი პრეზენტაცია ამ კონკრეტული ადგილის მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც „კოლიერსმა“ მოგვიმზადა. კონცეფციაში მითითებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც მართლაც საინტერესო სივრცეა. გამოვაცხადეთ ტენდერი და თავისი კონცეფციით გავყიდეთ. გამარჯვებულია „აჭარა ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია სასტუმროები: „სტამბა“, „რუმსი“, ასევე „ფაბრიკა“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არა მხოლოდ გლდანის, მუხიანისა და თემქის მცხოვრებთათვის, არამედ მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის. აქ იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის. აქ ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს, გაერთოს და დაისვენოს. პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის მშენებლობას. კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო, საგამოფენო, საკონცერტო, კულინარიული, სამუშაო-საწარმოო, სპორტული, ფიტნეს და სხვა ტიპის სივრცეები, ღამის კლუბი, საცურაო აუზი, რეკრეაციული სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და სხვა.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)