20:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 11:18:07, 860 ნახვა

საზოგადოება
ოზონის შრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოსწავლეებს შეხვდა

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა “ევროპული სკოლის” მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფომაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ნინო გვაზავა შეხვდნენ, მათ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და დეტალურად ესაუბრნენ ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე   მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და გრაფიკოსებს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics