2019-09-16 11:05:51, 2362 ნახვა
სამართალი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, შელაპარაკებისას მოხდა.
მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,