|
2019-09-13 15:43:38, 1422 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახლადმოწყობილ გზაგამოყოფ ზოლზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო. არსებულ სივრცეში 150 ძირამდე აღმოსავლური ჭადარი, ლიქვიდამბარი და არღავანი ირგვება. ადგილზე უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. დედაქალაქის მერის თქმით, ახლადგამწვანებული ზოლი მეტროს შახტის ადგილზე მოეწყო და ვაჟა-ფშაველას სკვერს აგრძელებს. „იქ, სადაც ახლა ავტომობილები გადაადგილდება, წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო მოძრაობა, რადგან განთავსებული იყო მეტროს გამნიავებელი შახტი. ავტომობილებს ამ კონკრეტული მონაკვეთისთვის გვერდის ავლა უწევდათ და გზა ფიზიკურად არ არსებობდა. ჩვენ ყველაფერი მოვაწესრიგეთ, შახტიც შევინარჩუნეთ და გადმოტანილია გამწვანებული ზოლის ცენტრალურ ნაწილში. ამ მონაკვეთზე, რომელიც, ფაქტობრივად, გაგრძელებაა ვაჟა-ფშაველას ლამაზი, გრძელი სკვერის, მიმდინარეობს ხე-მცენარეეების რგვა, გაზონის მოწყობა. უახლოეს დღეებში ბილიკის მოწყობის სამუშაოები ჩატარდება და კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე შეემატება ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ადგილზე სამი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება. „დღეს ირგვება 150 ძირი ხე. ძალიან მალე ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და გამზირს ექნება ისეთი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს მთელ ამ უბანს. ირგვება სამი ჯიშის ხე, მათ შორის, 6-მეტრიანი ჭადრები. ვფიქრობ, ეს პროექტი უნიკალური იქნება იმ ხეივნის გაგრძელების თვალსაზრისით, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე იყო“, - განაცხადა მაია ბითაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლები.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)