09:12 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 14:55:20, 2111 ნახვა

საზოგადოება
„სირცხვილია გახარია, რომ პრემიერია, „ტეხავს“ - აქტივისტმა საკონსტიტუციო განხილვისას თვალზე ხელი აიფარა

„სირცხვილია გახარია დღეს უკვე რომ პრემიერია, „ტეხავს“, - ამ სიტყვებით საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის თელავის ოფისის წევრმა აჩიკო მჭედლიშვილმა ხელისუფლების წარმოამდგნლებს თელავში მიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეუძლიათ პარლამენტის წევრებს, რომელთაც თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს, მოქალაქეებს ღიმილით შეხვდნენ.

„გულრწფელად გეტყვით, მე, როგორც თელაველს ცოტა მიკირს, ასე ლაღად, მშვიდად, ღიმილით რომ გვესალმებით პარლამენტის ის წევრები თელაველებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეთ თელავისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევას და დაახლოებით, მინიმუმ 5 წლით უკან გადასწიეთ ჩვენი ქალაქის განვითარება. თავს არ დავზოგავ, რომ ეს ყოველთვის შეგახსენოთ ხოლმე. ყოჩაღ ასე განაგრძეთ.

და ბოლოს, მე მაინტერესებს მმართველი რგოლისაგან, პირველ რიგში, ეს კითხვა არ არის, უფრო რიტორიკულ კითხვად აღვიქვათ, ცოტა უცნაურად მეჩვენება და ალბათ სხვადასხვანაირად გვესმის დემოკრატიის განმარტება. მე მესმის, რომ გუნდი, რომელიც მხარდაჭერას მოიპოვებს ადამიანების ასრულებს იმ დაპირებებს, რის გამოც მან ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ისევე როგორც მანამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ყველაფერი გააკეთა იმის გარდა, რაც დაპირებებში ჰქონდა. თვითმმართველი ქალაქი წაგვართვა. პრეზიდენტის არჩევის წესი მთლიანად გააუქმა, ისე რომ არც რეფერენდუმი ჩაუტარებია და ისე რა გვითხრა - „ვაუქმებთ თქვენ რა აზრისა ხართო“, მოკლედ, ეს დემოკრატია, ჩემი აზრით, არ არის, ეს არის ერთკაციანი მმართველობა, რაც მიშას დროს იყო, რაც დღეს ბიძინას დროს არის და ეს უნდა დასრულდეს, თუ გვინდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს. და ბოლოს, სირცხვილია გახარია დღეს უკვე რომ პრემიერია, „ტეხავს“, - აღნიშნა აჩიკო მჭედლიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics